ავტორიზაცია

ესპანური მედია: ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება

ესპანური მედია: ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება
თარიღი 19 თებ 2024, 16:03
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბარსელონა მარცხენა შემტევს დაიმატებს და აღნიშნულ პოზიციაზე 3 მთავარი კანდიდატი ჰყავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება და მის ტრანსფერს განიხილავს.

23 წლის ქართველი შემტევის გარდა, ბარსელონას სიაში გაბრიელ მარტინელი და კაორუ მიტომაც მოხვდნენ.