ავტორიზაცია

ხულიენ ლოპეტეგი მილანის მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია

ხულიენ ლოპეტეგი მილანის მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია
თარიღი 18 თებ 2024, 12:19
"მილანი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელის, ხულიენ ლოპეტეგის განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტმა მატეო მორეტო იტყობინება. 

წყაროს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის შეცვლას აპირებენ. 

მომავალ სეზონში სტეფანო პიოლის ნაცვლად გუნდს მომავალ შესაძლოა სწორედ ლოპედეგიმ უხელმძღვანელოს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ხულიანი უმუშევარია. 

ესპანელი მწვრთნელის ბოლო კლუბი პრემიერ ლიგის წარმომადგენელი - "ვულვერჰემპტონი" იყო.