ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 03 მარ 2024, 13:09
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალური ქსელის საშუალებით იტყობინება. 

როგორც წყარომ წერს, მხარეები თანამშრომლობის 2029 წლამდე გახანგრძლივებაზე განიხილავენ. 

ახალი გარიგება ასევე მოიცავს ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას. 

კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.