ტრადიცია გრძელდება - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია
![ტრადიცია გრძელდება - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია](http://storage.goal.ge/uploads/posts/to9mUU7Go0agZ8eiSAR7wkKg3MmOtwRy.jpg)
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა - ბორჯღალოსნებმა ფინალში პორტუგალია 36-10 დაამარცხეს.
ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა 4 ლელო (ტაბუცაძე (2), კარკაძე, ალანია) დადეს, საიდანაც 2 გარდასახეს და 4 ჯარიმაც დაარტყეს ზუსტად, ხოლო მეტოქე მხოლოდ 1 გარდასახული ლელოთი და 1 ჯარიმით შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდეთ, ხოლო ისტორიაში მე-16-დ მოიგეს.