მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!
ლა ლიგის 29-ე ტურში ვალენსია ვილიარეალს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, ვალენსიას ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა საოცარი მატჩი ჩაატარა, პენალტი მოიგერია და 6 სეივი გააკეთა.
მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და 8.5 შეფასებით ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.