ავტორიზაცია

21 მარტს 15 საათზე ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის 7 მეტრიანი კედლის მიურალი გაიხსნება

21 მარტს 15 საათზე ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის 7 მეტრიანი კედლის მიურალი გაიხსნება
თარიღი 21 მარ 2024, 12:27
21 მარტს 15 საათზე, მეფე მირიანის N45 მდებარე პარკის ტერიტორიაზე, გაიხსნება ჩვენი საამაყო მოქმედი ჩემპიონის, ილია თოფურიას და ასევე საამაყო მომავალი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მსოფლიოში ყველაზე დიდი, 7 მეტრიანი კედლის მიურალი (კედლის მხატვრობა).

მიურალი შესრულებულია ქართველი მხატვრის ელინა მიმინოშვილის მიერ, რომელმაც ასევე დინამოს სტადიონთან მოხატა კედელი ხვიჩა კვარაცხელიას პორტრეტით. პროექტის სპონსორი და მხარდამჭერი გახლავთ, ახალი ქართული სტარტაპი 1plus1.ge, რომელიც პრომო შეთავაზებების გაორმაგების პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მიიღოთ ყველა შეთავაზება გაორმაგებულად, 1-ის ფასად.

1plus1.ge-ი აქტიურად უდგას გვერდში ქართულ სპორტს და ზუსტად ამ მიზნით, ჩვენი მომდევნო პროექტი მიეძღვნება საქართველო საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას ლუქსემბურგთან, რაშიც დარწმუნებულები ვართ. აღნიშნულით გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მხარდაჭერა გამოუცხადოთ ჩვენს ნაკრებს.