რომელი ორი ქვეყანა გაიყვანს 5 გუნდს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სეზონში? - OPTA-მ ფავორიტები გამოკვეთა
ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ გამოავლინა თუ რომელ ქვეყანას რა შანსი აქვს 2024/25 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი გაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ ამ პრივილეგიით 2023/24 წლების სეზონში საუკეთესო კოეფიციენტების მქონე ორი ქვეყანა ისარგებლებს.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი შანსი იტალიის სერია A-ს აქვს, რომლის შანსიც 96.9%-ით ფასდება.
მეორე პოზიციაზე ინგლისის პრემიერ ლიგაა 70.6%-ით, გერმანიის ბუნდესლიგის შანსი 29.1%-ია, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ი 3.5%.
ოპტას ცნობით, ესპანეთის ლა ლიგას ამ ყველაფრის შანსი არ აქვს.