რატომ დაარტყა რონალდუმ მეტოქეს? - ფეხბურთელი მიზეზებზე საუბარს გეგმავს
SALEF AL FAHID-ის ინფორმაციით მოსალოდნელია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ბოლო მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მედიასთან ისაუბრებს. პორტუგალიელი ვარსკვლავი ასევე საუდის არაბეთის ფეხბურთის აქტუალურ საკითხებსა და ალ-ნასრის დამარცხების მიზეზებს განიხილავს.
შეგახსენებთ, რონალდუმ წითელი ბარათი მეტოქესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო მიიღო, რის შემდეგაც მსაჯისთვის ხელი დარტყმა დააპირა. ალ-ნასრი ალ-ჰილალთან 2:1 დამარცხდა და საუდის არაბეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.
temo
ტოპ კომენტარი
0
10 Apr 2024, 17:40
მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. იმიტომ რო ნარცისია, მაგისთვის გოლებია მთავარი. ასე ფიქრობს მსოფლიოს საუკეთესო გახდება, მაგრამ კარგი ფეხბურთელობა ბევრი გოლის გატანას არ ნიშნავს. რაც მთავარია გოლებს ის სუსტ გუნდებთან აგროვებს, გადამწყვეტ მატჩებში კი არავინ აძლევს გატანის საშუალებას. მიუხედავად ამ გოლებისა მის გუნდს ჯერ არაფერი ტიტულებიდნ არ მოუგია.