ბეშიქთაშმა სანტუში დანიშვნიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ გაათავისუფლა
"ბეშიქთაშმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდო სანტუშის გაშვების შესახებ გამოაცხადა.
პორტუგალიელი სპეციალისტი თურქული გუნდს მიმდინარე წლის 7 იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
ბოლო ხუთ მატჩში "ბეშიქთაშმა" სამი მარცხი განიცადა და არცერთი თამაში მოუგია.
თურქეთის სუპერლიგაში 32 ტურის შემდეგ "ბეშიქთაში" მეოთხე ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ "ტრაბზონსპორს" ოთხი ქულით ჩამორჩება.