როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?
იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში გამართული მატჩი ნაპოლისა და ფროსინონეს შორის, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელია მთელი თამაში ტრადიციულად აქტიური იყო, საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველაზე მაღალი, 8.8 შეფასება მიიღო.