ლევერკუზენის დირექტორი: "დარწმუნებული ვარ ჩაბი ალონსო რეალის მწვრთნელი გახდება"
ლევერკუზენის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო კარომ კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მომავალზე ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ ჩაბი ალონსო რეალის მწვრთნელი გახდება - ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა, მთავარი კითხვაა როდის. დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება" - განაცხადა კარომ.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსომ ლევერკუზენი 2022 წელს ჩაიბარა და კლუბს ბუნდესლიგა არსებობის ისტორიაში პირველად მოაგებინა.