გიორგი ქიმაძე: "მიუხედავად დიდი დანაკლისისა, "ჩიხურას" "დინამოს" დამარცხება ზედიზედ მეორედ შეუძლია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი ქიმაძე: "მიუხედავად დიდი დანაკლისისა, "ჩიხურას" "დინამოს" დამარცხება ზედიზედ მეორედ შეუძლია!"



მოახლოვდა საქართველოს სუპერთასის წლევნადელი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან. Goal.Ge დაუკავშირდა "ჩიხურას" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ქიმაძეს და ნახსენებ მატჩთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა. ქიმაძე: "დინამოსთან" დაპირისპირებისთვის დიდი შემართებით ვემაზდებით. წინასამატჩო სამზადისს თბილისში გავდივართ. უმაღლეს ლიგაში დედაქალაქელების დამარცხების შემდეგ ამაღლებულ განწყობაზე ვართ და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება სუპერთასის შეხვედრისთვის. "ჩიხურას" ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, რაც დიდი დანაკლისია ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ "დინამოს" დამარცხება ზედიზედ მეორედ შეგვიძლია. იხილეთ: "ჩიხურას" დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი ფოტომასალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები