გთავაზობთ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს ინტერვიუს.
- დონ ვისენტე, ჩვენი გულშემატკივრები იხილავენ ლამაზ ფეხბურთს ?
- დიახ, ამის იმედი გქონდეთ. ექსპერიმენტებისთვის ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი გვექნება, რომელიც 29 თებერვალს გაიმართება. დასანანია, რომ ევრომდე მეტი თამაში არ გვექნება, თუმცა რას ვიზამთ, ყველა ნაკრებს ასეთი კალენდარი აქვს.
- ანუ, დრო ექსპერიმენტებისთვის ფაქტიურად არ არის?
- საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს სტაბილური და შეთამაშებული გუნდი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია კარგი თამაშის დემონსტრირება. ევროს დაწყებამდე სამ დღიანი შეკრება გვექნება, იქ ვიფიქრებთ შემადგენლობის არჩევაზე.
- მატჩს ვენესუელას წინააღმდეგ გამართავთ. მეტოქედ სხვა ნაკრებს ხომ არ ისურვებდით ? რომელთანაც ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები იქნებოდნენ.
- ვენესუელა კარგი გუნდია. მათ შარშანაც ვეთამაშეთ და 3:0 დავამარცხეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ტაბლო არ ასახავს იმას, რაც მოედანზე რეალურად ხდებოდა. სესარ ფარიასი კონკურენტუნარიან გუნდს აშენებს.
- თქვით სიმართლე: გუნდში სამ ახალ ფეხბურთელს მაინც გამოიძახებთ ? იქნებ, უფრო ნაკლებს, ან მეტს ?
- ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, კანდიდატების გრძელი სია მაქვს. მოედანზე მინდა 18-ზე მეტი ფეხბურთელი გამოვიყვანო, მაგრამ ამჟამად არ ვიცი, მათ შორის იქნებიან თუ არა ახალი სახეები.
- რას გამოყოფდით ჟოზე მოურინიოს და პეპ გვარდიოლას მუშაობაში ?
- ამის განსასჯელად ძალიან ცოტა რამ ვიცი მათი სამუშაოს შესახებ. მე მხოლოდ მათ შედეგს ვხედავ. ჩემი მხრიდან ასეთი დიდი სპეციალისტების შეფასება ძალიან გაბედული ნაბიჯი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მე მაქვს რაღაც მოსაზრებები, მაგრამ მათ საიდუმლოდ შენახვას ვამჯობინებ.
- არსებობს პრობლემა, რომელიც გულშემატკივრებს აშფოთებს... თავდასხმა. ფერნანდო ტორესი მართლა იმდენად ცუდია, რამდენადაც ინგლისური პრესა წერს ?
- ვფიქრობ, რომ ფერნანდო ნელ-ნელა ფორმაში შედის. ადრე ის იშვიათად გამოდიოდა მოედანზე, ახლა მისი ხილვა გაცილებით ბევრჯერაა შესაძლებელი. მას ხშირ შემთხვევებში არ უმართლებს.
- თუმცა, თავდამსხმელი ხომ გოლების რაოდენობით უნდა შეფასდეს ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან სტატისტიკა გადამეტებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის თავდამსხმელი, რომელსაც ცოტა გააქვს, ყოველთვის ცუდათ არ თამაშობს. ფერნანდოს შემთხვევაში მე ვისურვებდი, რომ ეს სეზონი გარდამტეხი იყოს.
- ტორესს ნაკრებში მყარი პოზიცია უკავია ? ვის არ აქვს მყარი პოზიცია ?
არა, არავის აქვს. ევროს დაწყებამდე თვეებია დარჩენილი, ამიტომ არ შეიძლება რომელიმე ფეხბურთელს გარანტირებული ჰქონდეს ადგილი ძირითადში. ტურნირის სტარტისას რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება, ის გამოვა მინდორზე.
- ვილიას საქმე როგორ არის ?
- მკურნალობა ძალიან კარგად მიმდინარეობს. განწყობა ოპტიმისტურია. ექიმები თვლიან, რომ დავიდს მოედანზე გამოსვლა ამ სეზონის ბოლოს შეეძლება.
- ვილია სერიოზული დანაკლისია ფურია როხასთვის ?
- დიახ. იმიტომ, რომ ის საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვინც გვყავს.
პრობლემა, რომელიც თავდასხმაშია, დამატებით თავის ტკივილს გიქმნით ?
თამაშის სცენარი უკვე მოფიქრებულია, სადაც სესკ ფაბრეგასი "ტყუილი ცხრიანის" როლს შეასრულებს. ცენტრში თამაში შეუძლიათ ნეგრედოს, ლორენტეს, ვილიას, სოლდადოს... ფლანგებზე, ან ოდნავ უკნიდან - პედრო, ნავასი, მატა, სილვა, ინიესტა...
- თქვენ ფიქრობთ, რომ ფაბრეგასის გამოყენება "ტყუილ ცხრიანად" შეიძლება ?
- დიახ, ეს რეალურია. ის ამ პოზიციაზე თამაშობს კლუბში და შედეგიც მოაქვს.