მიუნხენის ბაიერნისა და ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა, ჰოლანდიელი ვინგერი გააკრიტიკა და ეს კი იმით ახსნა, რომ იგი ეგოისტი ფეხბურთელია.
"არიენ რობენი ეგოისტი ფეხბურთელია"-ამბობს ბეკენბაუერი Sky 90 ინტერვიუში.
"თუ თქვენ ჩემი არ გჯერათ დააკვირდით მის საქციელს, მას შემდეგ რაც გოლს გაიტანს.იგი არ აღნიშნავს გოლს თანაგუნდელებთან ერთად. არანაირი მადლობა საგოლე გადაცემის ავტორს. ისე გამოდის, რომ იგი არ აფასებს სხვა ფეხბურთელებს".
"ადრე თუ გვიან, მას პასს აღარავინ მისცემს, რადგან ვფიქრობ, ისინი იფიქრებენ:თუ ბოლო სიტყვა მაინც რობენმა უნდა თქვას, მაშინ მე აღარ გავუკეთებ მას გადაცემას და თვითონ შევეცდები გოლის გატანას. ყველა გუნდის ოცნებაა რობენის ხილვა თავიანთ შემადგენლობაში, მაგრამ ამ გუნდების რიცხვი საგრძნობლად დაიკლებს, თუ იგი ასე გააგრძელებს მოქცევას".-დაასრულა ფრანც ბეკენბაუერმა.