არ ვიცი რა ვუწოდო ამ ფაქტს, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოხდა ლევერკუზენის ბაიერნის და ბარსელონას დაპირისპირების დროს, ამ ფაქტს სახელი გერმანელმა ჟურნალისტებმაც ვერ უპოვეს. საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ აღნიშნული დაპირისპირებისას, როდესაც მსაჯმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშნად სასტვენს ჩაჰბერა, ლევერკუზენის ბაიერნის ფეხბურთელმა კადლეცმა მესის მაისური კი გაუცვალა, მაგრამ იქვე ამ ფაქტის შემსწრე ფრიდრიხი (როგორც ჩანს კადლეცის "შეშურდა") კადლეცთან მივიდა და მესის მაისური წაართვა. დიახ წართვა და შედეგად კადლეც არგენტინელი ვარსკვლავის შეწუხება მეორედ მოუხდა. რა თქმა უნდა ლეომაც კიდევ ერთხელ გადაულოცა თავისი მაისური ლევერკუზენის ფეხბურთელს, იმ იმედით რომ კიდევ არ დაჰკარგავდა. ამ ფაქტის შემსწრე გულშემატკივრები გაოცებულები დარჩნენ რა თქმა უნდა უამრავი კრიტიკული სტატია დაიბეჭდა გერმანულ პრესაში და კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ ფეხბურთელებს.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ლევერკუზენის ბაიერნის სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი, რომელმაც ამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ კლუბი აუცილებლად აიძულებს ფეხბურთელებს აღნიშნული მაისურების გაყიდვას და აღებული თანხის ქველმოქმედებაში დაბანდებას.
"ფეხბურთელების საქციელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა და პირდაპირ კლუბის იმიჯს ლახავს. ფეხბურთელებს ჯერ არ გავსაუბრებივარ , მაგრამ აუცილებლად დაველაპარაკები ამ ტემაზე და ახსნა განმარტებებს მოვითხოვ. გარანტიას გაძლევთ, რომ კადლეცსა და ფრიდრიხს მესის მაისურების გაყიდვას ვაიძულებთ. თანხას კი ქველმოქმედებისთვის გავიღებთ."-განაცხადა რუდი ფიოლერმა.