ფრანგული ლიონის თავდამსხმელმა ლისანდრო ლოპესმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს ის არ აპირებს თავის ამჟამინდელი კლუბის დატოვებას.
"ვაპირებ მომავალ სეზონში ისევ ფრანგული კლუბის ღირსება დავიცვა, რადგან ამ კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა და ბედნიერი ვარ ამ კლუბში თამაშით",– განაცხადა არგენტინელმა RTL-თან ინტერვიუში.
"ლიონი არ მისტირის წარსულს, არამედ ჩვენ ვცდილობთ, რომ საფრანგეთში ვიყოთ საუკეთესოები. კლუბს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, მაგრამ ჩვენს გუნდში არიან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები."
"რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ მომავალ წელს ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე. მე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ამ ტურნირის გარეშე, ასე, რომ ვეცდებით ამ სეზონში პირველ სამეულში მოვხვდეთ."