29 თებერვალს ლევან ყენია საალბანეთოდ საქართველოს ნკარებთან ერთად იქნება და სავარაუდოდ 15-20 წუთს იბურთავებს!ეს სასიხარულო ინფორმაცია დღეს გავრცელდა და საქართველოს ნაკრების ყველა ქომაგი დიდად გაახარა!გთავაზობთ მცირე ინტერვიუს მასთან:
ლევან ყენია: დიახ, ქეცბაიამ დამირეკა და მკითხა, თუ შევძლებდი ჩამოსვლას. მითხრა, მსურს, რომ ნაკრებთან ერთად იყოო. დიდი სიამოვნებით მივიღე მოწვევა.
- “შალკე” ხელს ხომ არ შეგიშლით?
- არა, უკვე გავარკვიე “შალკესთან”. ხელს არ შემიშლიან, ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩამოვალ.
- ძალიან გახარებული იქნებით...
- რა თქმა უნდა. ძალიან მომენატრა ნაკრებში თამაში. ძალიან... სიტყვებით როგორ ავხსნა, არ ვიცი.
- ალბათ, თბილისში ჩამოსვლამდე “შალკეში” თამაში არ მოგიწევს.
- არა, ჯერ მართლაც ვერ მომიწევს. ის კი არა, ალბანეთთან შევძლებ თუ არა თამაშს, ზუსტად ვერ გეტყვით. ალბათ, 15-20 წუთით მაინც ვითამაშებ.
- ქეცბაიას პოზიცია გასაგები და მისასალმებელია: სურს, რომ ნაკრები ისევ იგრძნო და შეეგუო.
- ასეა და ყველანაირად ვეცდები, ვითამაშო კიდეც.