საფეხბურთო საიტი » ახალი ამბები » ჰიდინკი ანჟის გაწვრთნის

ჰიდინკი ანჟის გაწვრთნის

ჰიდინკი ანჟის გაწვრთნის



რუსეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ანჟის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის სახელი გაახმიანა. ეს პოსტი 65 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დაიკავა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტობასაც შეითავსებს კლუბის განვითარების გამო. კონტრაქტი 2013 წლამდეა გათვლილი.

"ანჟისთან დაკავშირებით დიდ ხანს ვმსჯელობთ შარშანდელი წლის მიწურულს, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, - გამოტყდა ჰიდინკი. - მიხარია, რომ მეგობრებთან ერთად მომიწევს მუშაოაბა, ხალხთან, რომლებმაც აქ მომიწვიეს. კლუბს სერიოზული გეგმები აქვს ფეხბურთის განვითარებისთვის რესპუბლიკაში და ეს არ არის იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, რასაც მთავარი გუნდის შედეგი ჰქვია. მოცემულ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, ამასთან დაკავშირებით ბევრს ვლაპარაკობდით სულეიმან კერიმოვთან ერთად. შევეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ანჟის თამაში კლუბის ამბიციებს შეეფერებოდეს".

ჰიდინკი 30 წლის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა: დე გრაფსჰაპი, პსვ, ფენერბაჰჩე, ვალენსია, რეალი, ბეტისი და ჩელსი. სანაკრებო დონეზე მას გაუწვრთნია ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, რუსეთი და თურქეთი. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ჰოლანდიელი მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი.

ჰიდინკი მახაჩკალური გუნდისთვის უკვე მეოთხე მწვრთნელია ამ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. გასულ შემოდგომაზე, გაჯი გაჯიევის დაკავებული პოსტიდან განთავისუფლების შემდეგ მთავარი მწვრთნელის უფლებებს ანდრეი გორდეევი ასრულებდა, ხოლო ზამთრის შეკრებაზე გუნდს იური კრასნოჟანი ხელმძღვანელობდა. გასულ ორშაბათს მასთან გაფორმებული ხუთ წლიანი კონტრაქტი გაუქმდა.

ახლა ანჟი თურქეთში გადის შეკრებას, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. რუსეთის პრემიერ ლიგის უახლოეს მატჩს დაღესტნის წარმომადგენელი 5 მარტს გამართავს დინამოს წინააღმდეგ. 32 ტურის შემდეგ ანჟი მეშვიდე პოზიციას იკავებს და ლიდერ ზენიტს 13 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები (3)
ავტორი: gioo252 (USER) | 17 თებერვალი 2012 22:02

კომენტარები: 26

ფული ჯოჯოხეთს ანათებს,ფუი შენიი დუნდუკ
--------------------
კლუბი: madridis reali | ნაკრები: holandia | ფეხბურთელი: cristiano ronaldo
--------------------
ავტორი: giorgi-amoevi (USER) | 17 თებერვალი 2012 23:08

კომენტარები: 2025

ანჯი რუსეთის ჩემპიონია გახდება....
--------------------
კლუბი: Barcelona. | ნაკრები: Brazil. | ფეხბურთელი: Lionel Messi.CR7.
--------------------
ავტორი: giobitsa (USER) | 18 თებერვალი 2012 22:49

კომენტარები: 1639

giorgi-amoevi

არ გეთანხმებიიიიი
--------------------
კლუბი: M.U | ნაკრები: england,georgea | ფეხბურთელი: shevchenko,rooney
--------------------

დაიცავით ცენზურა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით ბანით!

ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით საიტზე, როგორც არარეგისტრირებული მომხმარებელი.
რეკომენდირებულია რეგისტრაცია ან თუ ხართ უკვე დარეგისტრირებული, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
ინფორმაცია
ჯგუფ GUEST-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
დაემატოს საიტს ფორუმი?
კი
არა