ტურინის იუვენტისის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, კატანიასთან მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვება დროული და აუცილებელი იყო.
"ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან საჭირო იყო, რადგან ახლა უკვე ჩვენს უახლოეს მდევარზე, მილანზე ორი ქულით წინ ვიმყოფებით. ამ მატჩის შემდეგ როსონერი თავს უფრო არაკომფორტულად იგრძნობს, რადგანაც ორი ქულით ჩამოგვრჩებიან." - აცხადებს ბუფონი.
"რა თქმა უნდა, მე მეკარე ვარ და ძნელია, როდესაც გოლს უშვებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გავიმარჯვეთ. ასევე მოხარული ვარ იმითაც, რომ ანდრეა პირლომ გოლი გაიტანა. ამით მან დაამტკიცა, რომ გუნდისთვის საჭირო ფიგურაა."