საფეხბურთო საიტი » ახალი ამბები » ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: ცსკა - რეალი

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: ცსკა - რეალი

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: ცსკა - რეალი



დღეს, მოსკოვში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მორიგი 1/8 ფინალური დაპირისპირება.


დასაწყისი: 21:00 საათი (თბილისის დროით)
სტადიონი: ლუჟნიკები
მსაჯი: ბოირნ კეიპერსი (ჰოლანდია)
ტრანსლაცია: მეორე არხი და LIVE.GOAL.GE


ზენიტმა და ლოკომოტივმა კარგად დაამტკიცეს, რომ რუსულ კლუბებს ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. თუმცა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ბენფიკასა და ატლეტიკის მიმართ, მათი რეალთან შედარება არ შეიძლება.

არმიელები ამ მატჩამდე შახტარს დაუპირისპირდნენ. დიდი ალბათობით, ლეონიდ სლუცკი დღეს იგივე შემადგენლობას დააყენებს. შეგახსენებთ, რომ იანვარში გუნდიდან ვაგნერ ლავი წავიდა, მის ნაცვლად შანსი შესაძლოა პონტუს ვერნბლუმს და აჰმედ მუსას მიეცეთ. ცსკას მთავარი დანაკლისი მეკარე იგორ აკინფეევია. გულშემატკივარს სჯერა, რომ სერგეი ჩეპჩუგოვი მას ღირსეულად შეცვლის.

ანხელ დი მარიამ ლა ლიგის ბოლო შეხვედრაში ისევ მიიღო დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარდაცვაში კვლავ რონალდუ-კაკა-ოზილის ტრიოს უნდა ველოდოთ. დაცვის მარჯვენა ფლანგს არბელოა დაიკავებს, ხოლო ცენტრს პეპე-რამოსის დუეტი. მარცხენა ფლანგს ალბათ პორტუგალიელი კოენტრაო ჩაიბარებს, მართალია მარსელომ ტრავმა მოიშუშა და ლა ლიგის ბოლო შეხვედრაშიც ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო მნიშვნელოვან თამაშებში უფრო ფაბიოს ენდობა.

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა: ჩეპჩუგოვი - ვ.ბერეზუცკი, ინგაშევიჩი, ა.ბერეზუცკი, შენიკოვი - ალდონინი, ვერნბლუმი - ტოშიჩი, ძაგოევი, მუსა - დუმბია.

რეალი: კასილასი - არბელოა, პეპე, რამოსი, კოენტრაო - ხედირა, ალონსო - ოზილი, კაკა, რონალდუ - ბენზემა.

ტრავმირებულები: აკინფეევი, მარკ გონსალესი, ცაუნია, ჰონდა - დი მარია, დიარა, ალტინტოპი.

პრესკონფერენცია

ლეონიდ სლუცკი, ცსკას თავკაცი:

"რეალის ძალა მარტო სწრაფ შეტევებში არ არის. სამეფო კლუბი ხშირად პირველი უშვებს გოლს, მაგრამ მაინც იმარჯვებენ. რეალი პოზიციურად უტევს. კარგად იყენებენ ფლანგებს მოედნის შუაგულიდან გაკეთებულ გადაცემებს. მარტო სივრცეების და სწრაფი შეტევების შეზღუდვა არ იქნება საკმარისი, დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩემთვის ის შედეგი იქნება მისაღები, რომელიც ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას მოგვცემს."

ჟოზე მოურინიო, რეალის მწვრთნელი:

"მიუხედავად ამინდისა და ხელოვნური საფარისა, ჩვენ მეტოქე ყველა კომპონენტში უნდა დავჯაბნოთ. ჯერჯერობით ასეთ პირობებს ვერ შევეჩვიეთ, ერთი ვარჯიში სრულფასოვნად ადაპტირებისთვის არ არის საკმარისი. უპირველეს ყოვლისა, მთავარია განწყობა და ფსიქოლოგიური მომზადება."

საინტერესო ფაქტები

- ევროთასებზე ცსკა 5-ჯერ დაუპირისპირდა ესპანურ გუნდებს და არცერთხელ არ დამარცხებულა.

- 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს ინტერმა ორჯერ დაამარცხა ცსკა 1/4 ფინალურ ეტაპზე.

- ჯგუფურ ეტაპზე გამართული სამივე გასვლითი შეხვედრა რეალმა მშრალად მოიგო, ჯამში 6:0.
კომენტარები (12)
ავტორი: SaN iKeR (USER) | 21 თებერვალი 2012 18:01

კომენტარები: 49

კოენტრაო არა მარსელო იქნება ძირითადში მემგონი
--------------------
კლუბი: real madrid | ნაკრები: brasil | ფეხბურთელი: iker casillas,ronaldinho,marcelo
ავტორი: zakaria (USER) | 21 თებერვალი 2012 19:22

კომენტარები: 160

აუ რა კაია ცოტა ადრე რომ დაიწყება ორივე თამაშს ვუყურებ.
--------------------
კლუბი: manchester and real madrid | ნაკრები: portugalia | ფეხბურთელი: cristiano ronaldo
ავტორი: nika200833 (USER) | 21 თებერვალი 2012 19:35

კომენტარები: 303

რეალი ვერ მოიგებს ფრეა
--------------------
კლუბი: barcelona | ნაკრები: espaneti |
ავტორი: giobitsa (USER) | 21 თებერვალი 2012 20:38

კომენტარები: 1639

აუ მართლა კაია რა
--------------------
კლუბი: M.U | ნაკრები: england,georgea | ფეხბურთელი: shevchenko,rooney
--------------------
ავტორი: Evo ` Chuvaka (MODERATOR) | 21 თებერვალი 2012 21:11

კომენტარები: 572

1 არხი არ აჩვენებს?
--------------------
კლუბი: FCB | |
ავტორი: gatuzo (USER) | 21 თებერვალი 2012 23:04

კომენტარები: 68

აჰაჰაააააა აჰაააააა აჰაჰაჰააააააააააა, ფუი ფუი ფუი რეალი ფუი ფუი,რა სუნი აუვიდათ რუსეთში,აჰააააა ეგაა მაგარი რეალი?ხახახაააააააააააააააა
--------------------
კლუბი: milani.zestaponi. | ნაკრები: dania | ფეხბურთელი: kaka.pato. shota grigalashvili
ავტორი: tupaca (USER) | 21 თებერვალი 2012 23:08

კომენტარები: 372

მაგარი იგრა იყოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
პრავო რუსებს რააა....
მაინც მოუყუმარეს ბოლოში,,,
არ არის თან მაგათთვის 1-1 ცუდი ანგარიში რეალთან
--------------------
კლუბი: ბარსელონა | ნაკრები: საფრანგეთი | ფეხბურთელი: ზიზუ
--------------------
ავტორი: sababaqradze1998 (USER) | 21 თებერვალი 2012 23:10

კომენტარები: 4

მადრიდში რეალი გაანადგურებს
--------------------
კლუბი: real madridi | ნაკრები: espaneti | ფეხბურთელი: kaka
ავტორი: gatuzo (USER) | 21 თებერვალი 2012 23:25

კომენტარები: 68

მოდი ეხლა ტ....ბს მიაყეთ რეალის ფანებმა, და ხმა არ ამოიგოთ
--------------------
კლუბი: milani.zestaponi. | ნაკრები: dania | ფეხბურთელი: kaka.pato. shota grigalashvili
ავტორი: RMA (USER) | 22 თებერვალი 2012 16:08

კომენტარები: 38

ამატ დახედე გატუზო სჰენ ვაპსჰე მილანს მიხედე რა ცსკამ ინტერს 1-2 მოუგო და მილანმე ინტერტან წააგო ტავის მოედანზე

და ჯერ 1 ყინვა იყო 2მოედანი არ იყო კარგ მდგომარეობაში და მოედანს საპარიც არ უვარგოდა

და რაც შეეხება მე2 თამაშს ბერნაბეუზე რეალი 3-0 ან 4-0 მოიგებს

ბარსას პანებმა კი ოსასუნასთან გამოასწორონ და მერე სხვებზე ილაპარაკონ
--------------------
კლუბი: Real Madrid | ნაკრები: Brazilia | ფეხბურთელი: c.ronaldo
ავტორი: barca.mesi (USER) | 22 თებერვალი 2012 20:27

კომენტარები: 88

ოსასუნას პირველ ტამასჰსჰი 8-0 მოუგო ბარსამ
--------------------
კლუბი: dortmund | ნაკრები: espaneti-argentina | ფეხბურთელი: messi-kagawa
ავტორი: giobitsa (USER) | 22 თებერვალი 2012 23:26

კომენტარები: 1639

აუ ჩემი რა ყველამ თავის გუნდს მიხედოოს
--------------------
კლუბი: M.U | ნაკრები: england,georgea | ფეხბურთელი: shevchenko,rooney
--------------------

დაიცავით ცენზურა!!! წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით ბანით!

ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით საიტზე, როგორც არარეგისტრირებული მომხმარებელი.
რეკომენდირებულია რეგისტრაცია ან თუ ხართ უკვე დარეგისტრირებული, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი სახელით.
ინფორმაცია
ჯგუფ GUEST-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
დაემატოს საიტს ფორუმი?
კი
არა