ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი ანდრეა ვილაშ ბოაში მიიჩნევს, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და მთავარი ბრზოლა ახლა იწყება.
"რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ცუდი შედეგია. ეს შედეგი ჩვენს ამოცანას სერიოზულ კითხვით ნიშანს უჩენს. დარწმუნებული ვარ, საპასუხო დაპირისპირებაში მდგომარეობის შეცვლა შეგვიძლია. ჯონ ტერის არყოფნა გუნდზე უარყოფითად აისახება. ბოლო დროს გუნდი სერიოზულ შეცდომებს უშვებს დაცვაში. გუშინ რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. სტეფორდ ბრიჯზე ვაჩვენებთ, რომ ჩელსის ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. მე მჯერა ჩემი ბიჭების და დარწმუნებული ვარ, რომ არ დამაღალატებენ."-განაცხადა ვილაშ ბოაშმა.
ვალტერ მაცარი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე არ იმყოფებოდა კმაყოფილია შედეგით და იმედოვნებს, რომ ეს შედეგი საკმარისი იქნება ნაპოლის 1/4 ეტაპზე ხილვისთვის.
"გუნდი ყოველმხრივ მომეწონა. მათ ძალიან სწრაფად მოახერხეს გაშვებული ბურთის შემდეგ მობილიზება და შედეგად დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. კარგია, რომ ჩემი ბიჭები მოსაგებად გამოვიდნენ მოედანზე. სამწუხაროა, რომ მაჯომ ვერ მოახერხა ანგარიში 4:1 გაეხადა, რადგან ვიცით, რამდენად ძლიერია ჩელსი საკუთარ კედლებში. იმედი მაქვს ეს შედეგი საკმარისი იქნება შემდეგ ეტაპზე მოსახვედრად. სტეფორდ ბრიჯზე რთული მატცი გველოდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბიჭები არაფერს არ დათმობენ. ეს ბრწყინვალე კოლექტივია და თავისუფლად შეუძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა."-განაცხადა მაცარიმ.