სტევან იოვეტიჩი: "ინტერის" მიზანი სამეულში მოხვედრაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტევან იოვეტიჩი: "ინტერის" მიზანი სამეულში მოხვედრაა"


"ინტერის" თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა განაცხადა, რომ, ჯერჯერობით, აზრი არ აქვს ჩემპიონობისთვის მილანური გუნდის შანსების განხილვას. "ველოდით, რომ სეზონს კარგად დავიწყებდით, თუმცა, ალბათ, ამდენის მოლოდინი არ გვქონდა. მაგრამ მწვერვალზე ყოფნა კარგია და გვინდა, აქ რაც შეიძლება, დიდხანს დავრჩეთ. ახლა კამპანიის მხოლოდ დასაწყისია. კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენი მთავარი მიზანი სამეულში მოხვედრაა. ახლა არანაირი აზრი არ აქვს სკუდეტოზე საუბარს, ვნახოთ, რა იქნება შემდეგ" , - თქვა იოვეტიჩმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები