სიმეონე: "გუნდი იზრდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "გუნდი იზრდება"


"ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე "ეიბართან" თამაშის წინ ჟურნალისტებს ესაუბრა. "ეიბარი" გასულ სეზონთან შედარებით შეიცვალა. ამჯერად ორგანიზებული და სწრაფი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მათ ცენტრალურ ზონაში საინტერესო ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენი გუნდი იზრდება საფეხბურთო თვალსაზრისით. ჯექსონი და ვიეტო ყოველ თამაშში უფრო უკეთესნი არიან, ისევე როგორც, გაბი და ოლივერ ტორესი. ფერნანდო ტორესის წყალობით შეტევაში კონკურენცია გვაქვს. შეგვიძლია, შემადგენლობის სხვადასხვა ვარიატი გვყავდეს, ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოყენებით" , - განაცხადა სიმეონემ. შეგახსენებთ, 3 ტურის შემდეგ "ეიბარი" 7 ქულით მე-5 ადგილზეა, "ატლეტიკო" კი მის შემდეგ მოდის 6 ქულით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები