დე იონგი: "მიხაილოვიჩმა ახალი ფილოსოფია შემოიტანა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე იონგი: "მიხაილოვიჩმა ახალი ფილოსოფია შემოიტანა"


დე იონგი:
გამოცდილ ჰოლანდიელს მიაჩნია, რომ "მილანს" ამ წელს წარმატების მიღწევა შეუძლია. "ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს. მან, ვინც არ თამაშობს, უნდა გაიგოს, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა. 25 ადამიანია, რომელთაც თამაში უნდათ. ყველა პოზიტიურ განწყობაზე უნდა დარჩეს" , - განაცხადა დე იონგმა "პალერმოსთან" თამაშამდე ერთი დღით ადრე. "ჩვენ მართებული გუნდური სულისკვეთება გვაქვს და გვყავს მწვრთელი, რომელმაც ფეხბურთის თამაშის ახალი ფილოსოფია შემოიტანა. ამ წელს შეგვიძლია წარმატების მიღწევა. მიხაილოვიჩს უნდა, გუნდმა თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა იგრძნოს. დიდად მჯერა ახალი "მილანის" , - შეაჯამა დე იონგმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები