მორენომ ლუკ შოუ მოინახულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორენომ ლუკ შოუ მოინახულა


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ტრავმის შემდეგ "მანჩესტერის" ინგლისელ მცველს ოპერაცია უკვე გაუკეთეს. მოგეხსენებათ, მას ფეხის ორმაგი მოტეხილობა აქვს. დასაფასებელია "პსვ"-ს ფეხბურთელის, ჰექტორ მორენოს საქციელი. ის ბრიტანეთის საავადმყოფოში სპეციალურად შოუს მოსანახულებლად ჩავიდა და მას პირადად მოუხადა ბოდიში. ამის გამო, მორენომ შესაძლოა ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩიც კი გამოტოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოუ ფეხზე კიდევ 1 ოპერაციას გაიკეთებს და, დაახლოებით, ნახევარი წელი ვერ შეძლებს თამაშს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები