კასილიასი: "რეალზე" და მის პრეზიდენტზე ცუდს არასოდეს ვიტყვი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასილიასი: "რეალზე" და მის პრეზიდენტზე ცუდს არასოდეს ვიტყვი"


"პორტუს" მეკარემ, იკერ კასილიასმა მადრიდის "რეალისადმი", რომელიც ამ ზაფხულს დატოვა, თავისი ერთგულება კიდევ ერთხელ დაამტკიცა. 34 წლის გოლკიპერის განცხადებით, იგი მადრიდელებსა და მათ პრეზიდენტზე, რომელიც, ამჟამად, ფლორენტინო პერესი გახლავთ, ცუდს არასდროს იტყვის. "რეალზე" და მის პრეზიდენტზე ცუდს არასოდეს ვიტყვი", - ციტირებს კასილიასის სიტყვებს goal.com. "მოურინიოსთან კონფლიქტის დროს ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ ითქვა. თუმცა, მაშინ სიმშვიდის შენარჩუნება ვარჩიე, რათა კლუბისთვის რაიმე ზიანი არ მიმეყენებინა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები