ფიგუ: "რონალდუსა და მესის თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ და არა ყოველთვის ერთმანეთს ვადაროთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიგუ: "რონალდუსა და მესის თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ და არა ყოველთვის ერთმანეთს ვადაროთ"


პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ "რეალისა" და "ბარსელონას" ლიდერების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შედარება არ შეიძლება. ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, ამ შემსრულებლების თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ და არა ყოველთვის ერთმანეთს ვადაროთ. "კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის არჩევნის გაკეთება იგივეა, რაც თეთრ ტრიუფელსა და წითელ ხიზილალას შორის რომელიმეს არჩევა", - ციტირებს ფიგუს სიტყვებს Football Espana. "ამ ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება. ერთადერთი განსხვავება მათ ფორმაზეა დამოკიდებული. იმ თამაშით, რომელსაც ისინი აჩვენებენ, სიამოვნება უნდა მივიღოთ და არა ყოველთვის ერთმანეთს ვადაროთ. 2015 წლის "ოქროს ბურთი"? - ბრძოლა კრიშტიანუ რონალდუსა და მესის შორის გაიმართება".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები