ვილიანი "არსენალთან" ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვილიანი "არსენალთან" ვერ ითამაშებს


ვილიანი
"ჩელსის" ნახევარმცველი ვილიანი ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით "არსენალთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ "არისტოკრატთა" თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა ასევე რამდენიმე ფეხბურთელის თამაშიც. შეგახსენებთ, ბრაზილიელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე "მაკაბისთან" (4:0) გამართულ შეხვედრაში მიიღო, სადაც მის ნაცვლად მინდორზე 23-ე წუთზე დიეგო კოშტა მოგვევლინა. "ვილიანი "არსენალთან" არ იქნება. დანარჩენები მწყობრში არიან, თუმცა, რამდენიმეს თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა", - ციტირებს უეფას პრესსამსახური მოურინიოს სიტყვებს. ცნობისთვის, "ჩელსი" - "არსენალი" დღეს, თბილისის დროით 15:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები