დანი ალვეში გუნდს დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დანი ალვეში გუნდს დაუბრუნდა


"ბარსელონას" მცველმა, დანი ალვეშმა, რომელმაც ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ატლეტიკთან" (1:0) მიიღო, კატალონიელთა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში დაიწყო, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი. 32 წლის ბრაზილიელს ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაზიანებული და ვარაუდობდნენ, რომ, დაახლოებით, ერთი თვე იუქმებდა. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, პრიმერას მე-4 ტურში "ლევანტესთან" 20 სექტემბერს გასამართ შეხვედრაში მინდორზე მოგვევლინოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები