ბენიტესი რონალდუს ცენტრფორვარდად გამოყენებას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი რონალდუს ცენტრფორვარდად გამოყენებას გეგმავს


ბენიტესი რონალდუს ცენტრფორვარდად გამოყენებას გეგმავს
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა აღნიშნა, რომ კლუბმა გარეტ ბეილის ტრავმის გამო შესაძლოა ტაქტიკა შეცვალოს. მთავარი ინოვაცია კრიშტიანუ რონალდუს ცენტრფორვარდად დაყენება იქნება, სადაც იგი დუეტს კარიმ ბენზემასთან ერთად შექმნის. "რონალდუს ცენტრში გადაწევა შესაძლებელია. ფლანგზე სხვა ფეხბურთელი დადგება, კრიშტიანუ კი ცენტრში იმოქმედებს. ტაქტიკაზე მუდმივად ვესაუბრები. თავდამსხმელებმა იციან, რომ ისინი შეტევის გარდა დაცვასაც უნდა დაეხმარონ. კრიშტიანუს ყველა ფრონტზე თამაში შეუძლია, მთავარია, ეს გუნდისთვის აღმოჩნდეს ეფექტური", - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს Daily Mirror.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები