არსენ ვენგერი: "ყოველთვის რთულია ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენ ვენგერი: "ყოველთვის რთულია ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში"


არსენ ვენგერი:
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა მეკარე პეტრ ჩეხზე, რომელსაც "ჩელსისთან" მატჩში ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. "ჩეხს რომ გოლი გაუტანო, იდეალური მომენტია საჭირო. მინდა, რომ თამაშზე მოახდინოს კონცენტრაცია და სხვა რაღაცებზე არ გადაიტანოს ყურადღება. ყოველთვის რთულია ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს მის ცხოვრებაში პირველად არ ხდება. სწორედ ამიტომ გავიყვანე ჩეხი სუპერთასის მატჩში. ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იყო, რომელსაც კარგად გაართვა თავი. ახლა მას შეუძლია მატჩის შედეგის გადაწყვეტა. იმედი მაქვს, დაცვაში ძლიერები ვიქნებით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია და იმედი მაქვს, სწროედ ასეთ მატჩებზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოზიცია სეზონის ბოლოს" , - თქვა ვენგერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები