სახომ "ლივერპულთან" გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სახომ "ლივერპულთან" გაახანგრძლივა


"ლივერპულის" მცველმა, მამადუ სახომ კლუბთან ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, იუწყება "წითლების" ოფიციალური საიტი. მოგეხსენებათ, 25 წლის სენეგალელი "ლივერპულში" 2013 წელს "პსჟ"-დან გადაბარგდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ კვირაში "ბორდოსთან" (1:1) გამართულ საევროპალიგო შეხვედრაში სახომ მერსისაიდულ გუნდს უკაპიტნა. გასულ სეზონში მცველმა ინგლისური კლუბის მაისურით ინგლისის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები