ბენიტესი: "რონალდუ ჩვენი პო გასოლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი: "რონალდუ ჩვენი პო გასოლია"


ბენიტესი:
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კლუბის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერ პო გასოლს შეადარა, რომელიც თავისი ეროვნული გუნდის ღირსებას 2015 წლის ევრობასკეტზე იცავს და უკვე ფინალშიც გააღწია. ფრანგებთან გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მან 40 ქულა ჩააგდო, როცა მთელი გუნდის მონაგარი 80 ქულა გახლდათ. https://youtu.be/2Y3uV-9lUzc "კრიშტიანუ ჩვენი პო გასოლია", - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს goal.com. "ვიმედოვნებ, პორტუგალიელი გუნდს ტიტულების მოპოვებაში კვლავ დაეხმარება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები