სახო: "კონტრაქტის გახანგრძლივებით მოხარული ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სახო: "კონტრაქტის გახანგრძლივებით მოხარული ვარ"


"ლივერპულის" მცველმა, მამადუ სახომ, რომელმაც კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, განაცხადა, რომ თავისი გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს. 25 წლის მცველის თქმით, იგი "ლივერპულში" თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. "ლივერპულთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება ძალიან მიხარია", - ციტირებს "ლივერპულის" ოფიციალური საიტი სახოს სიტყვებს. "არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც აქ ყოფნა ძალიან კომფორტულია. ვცდილობ, მთელი 100%-ით დავიხარჯო და ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები