ჟოზე მოურინიო: "არსენალთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი გასახდელის კარი ჩეხისთვის ღია იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟოზე მოურინიო: "არსენალთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი გასახდელის კარი ჩეხისთვის ღია იქნება"


ჟოზე მოურინიო:
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა კლუბის ყოფილ მეკარე პეტრ ჩეხთან შეხვედრაზე, რომელიც ახლა "არსენალის" კარის დარაჯია. "სანამ თამაში არ დამთავრდება, ის ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რომელსაც გვინდა, რომ გოლი გავუტანოთ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა მასში (მე არა), ფიქრობდა, რომ "ჩელსის" წინააღმდეგ პეტრი კარს ღიად დატოვებდა და მოგვაგებინებდა, მაგრამ სუპერთასის მატჩმა საწინააღმდეგო დაამტკიცა. მას მოგება სურს და შესაძლოა იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ოდესმე. ზოგადად, თამაშის დასრულებამდე ის ჩვენთვის "არსენალის" მეკარეა. აი მატჩის შემდეგ კი, თუ გასახდელში შემოსვლა მოუნდება, კარი ყოველთვის ღიაა", - თქვა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები