შოუმ მეორე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შოუმ მეორე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა


"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, ლუკ შოუს ეინდჰოვენის კლინიკაში ფეხზე მეორე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ავრცელებს ინფორმაციას Sky Sports. ამ ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ექიმების დაკვირვების ქვეშაა და შეიძლება საავადმყოფოდან დღესვე გაწერონ. შეგახსენებთ, მარცხენა მცველმა ფეხი ორ ადგილას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით "პსვ"-სთან (1:2) გამართულ მატჩში მოიტეხა. პირველი ოპერაცია მას სათამაშო დღეს, 15 სექტემბერს გაუკეთეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები