"სოტონს" კუმანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"სოტონს" კუმანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს


"საუთჰემპტონის" ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს, ავრცელებს ინფორმაციას De Telegraph. ჰოლანდიელ სპეციალისტს ამჟამინდელი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება. მან კლუბი 2014 წელს ჩაიბარა და გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში გუნდი მე-7 ადგილზე გაიყვანა, მიუხედავად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვისა. გარდა ამისა, რონალდს ჰოლანდიის ნაკრების თავკაცადაც განიხილავდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, არჩევანი გუს ჰიდინკზე შეაჩერეს, რომელიც უკვე გაათავისუფლეს. მიმდინარე სეზონში "წმინდანებმა" ინგლისის ჩემპიონატის სასტარტო ხუთ ტურში ექვსი ქულა აიღეს.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები