მორატა "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს


"იუვენტუსის" თავდამსხმელს, ალვარო მორატას "რეალში" დაბრუნება არ სურს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა მადრიდელთა რიგები იმის გამო დატოვა, რომ მეტი სათამაშო დრო მიეღო. "რეალს", კონტრაქტის თანახმად, მისი კონტრაქტის 35 მილიონ ევროდ შესყიდვის უფლება აქვს. "მადლობა, მაგრამ არა", - ციტირებს მორატას სიტყვებს Sport. "არა მგონია, ზაფხულში დავბრუნდე. "იუვენტუსში" ბედნიერი ვარ და სხვა კლუბებზე არ ვფიქრობ. მიხარია, რომ მადრიდელებს ჩემი დაბრუნება უნდათ, თუმცა, ამჟამად, მხოლოდ "იუვეში" გოლების გატანაზე ვმუშაობ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები