შოთა არველაძე "გალათასარაის" დამარცხებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შოთა არველაძე "გალათასარაის" დამარცხებას აპირებს


დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე შოთა არველაძის "ტრაბზონსფორი" თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ გრანდს, "გალათასარაის" დაუპირისპირდება. ქართველმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადება გააკეთა. "გალათასარაისთან" მატჩში ჩვენი მიზანი 3 ქულის აღებაა. რა თქმა უნდა, მეტოქე არაფერს დაგვითმობს, ამიტომ მაქიმალური კონცენტრაცია დაგვჭირდება. იმედი მაქვს, მთელი ქალაქი დაგვიჭერს მხარს და გავიმარჯვებთ. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ეს ჯერ მხოლოდ მე-5 ტურია... წინ კიდევ 30 ტური გვაქვს სათამაშო, ასე რომ, ქულების დათვლა ნაადრევია", - აცხადებს არველაძე. აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის "ტრაბზონსფორს" 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში "ფენერბაჰჩესთან" 1-2 ადგილს იყოფს. ტრაბზონელებს ჯერ არც ერთი წაგება არ აქვთ. რაც შეეხება "გალათასარაი", სტამბულის კლუბი 5 ქულით მე-10 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები