ლუი ვან გაალი: "მოგვიწევს უილსონის გუნდში დატოვების საკითხის განხილვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "მოგვიწევს უილსონის გუნდში დატოვების საკითხის განხილვა"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ შესაძლოა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ჯეიმს უილსონმა 2015/16 წწ. სეზონი კლუბში გაატაროს. "მოგვიწევს უილსონის გუნდში დატოვების საკითხის განხილვა. თუ ის, გასული სეზონის მსგავსად, მცირე სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, მისთვის სასარგებლო არ იქნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდში ტრავმებთან დაკავშირებული სიტუაცია ჩვენთვის ყველა დანარჩებზე მნიშვნელოვანია, ამიტომ კვლავ უნდა განვიხილოთ უილსონთან დაკავშირებული საკითხი" , - თქვა ვან გაალმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები