ვან გაალი: "შოუს შემცვლელი გვყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "შოუს შემცვლელი გვყავს"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვის ჩააბარებს მარცხენა ფლანგს, ლუკ შოუს გრძელვადიანი ტრავმის გამო. "შოუ ჩვენთვის დიდი დანაკარგია. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონი მისთვის თითქმის დასრულებულია". "ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მარცხენა ფლანგზე შოუ-დეპაის დუეტი, ხოლო ახლა ახლიდან გვიწევს ტაქტიკის გადამუშავება. ლუკის ჩანაცვლება რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა: დეილი ბლინდის, მარკოს როხოსა და ეშლი იანგის საშუალებით",-განაცხადა ლუის ვან გაალმა. "შოუს ხუთშაბათს დავურეკე და კარგ ხასიათზე იყო. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი. ასეთი ტრავმა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ ლუკს გვერდით მისი ნათესავები უდგანან, რაც მას აბედნიერებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი დასჭირდება. შოუმ არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური დარტყმაც მიიღო".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები