პოჩეტინო: "ტოტენჰემს" კარგი საკადრო რეზერვი აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "ტოტენჰემს" კარგი საკადრო რეზერვი აქვს"


"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა, თუ როგორ აპირებს თავისი გუნდის ბევრი თამაშისთვის თავის გართმევას. "წინ მრავალი თამაში გველის. ფეხბურთელებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალების აღსადგენად დრო უნდა მივცეთ. მცირე პრობლემები გვაქვს ზოგ ფეხბურთელთან, თუმცა, ეს დიდად არ მაღელვებს. "ტოტენჰემს" კარგი საკადრო რეზერვი აქვს, ბევრ ფეხბურთელს შეუძლია ჩვენი დახმარება" , - განაცხადა პოჩეტინომ. შეგახსენებთ, "დეზები" მომდევნო მატჩს თავიანთ სტადიონზე ხვალ, 20 სექტემბერს გამართავენ. მოწინააღდმეგე ალან პარდიუს გუნდი - "კრისტალ პალასი" იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები