მცველი, რომელმაც შოუს ტრავმა მიაყენა, ლუკს საავადმყოფოში ეწვია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მცველი, რომელმაც შოუს ტრავმა მიაყენა, ლუკს საავადმყოფოში ეწვია


მცველი, რომელმაც შოუს ტრავმა მიაყენა, ლუკს საავადმყოფოში ეწვია
"პსვ"-ს მცველი ექტორ მორენო ეინდჰოვენის საავადმყოფოში "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანახაზელ ლუკ შოუს ეწვია, ავრცელებს ინფორმაციას BBC. მასთან ერთად კლინიკაში ფილიპ კოკუც მივიდა. შეგახსენებთ, სწორედ მორენომ მიაყენა ინგლისელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა. ფეხბურთელს ფეხის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინეს და ორი ოპერაცია გადაიტანა. დღეს შოუ საავამდყოფოდან გაწერეს და მანჩესტერში დაბრუნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები