"იმერეთის" მორიგი გამარჯვება და "ალგეთის" ზედიზედ მე-4 მარცხი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"იმერეთის" მორიგი გამარჯვება და "ალგეთის" ზედიზედ მე-4 მარცხი


დღეს, საქართველოს პირველი ლიგის მე-4 ტურის 6 მატჩი გაიმართა. საკმაოდ საინტერესო გამოდგა ხონის „იმერეთის“ და „გაგრას“ მატჩი, რომელიც ხონელების გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად „იმერეთს“ 9 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა ტურის უპირობო ლიდერად ჯერჯერობით ვერ ჩავთვლით, რადგან ხვალ კიდევ სამი მატჩი გაიმართება, სადაც „ბეთლემის“, „ლიახვის“ და „ბორჯომის“ ბედიც გაირკვევა. კვლავ უქულოდ, ბოლო ადგილზე იმყოფება მარნეულის „ალგეთი“, რომელსაც პირველი ლიგის წლევანდელი სეზონის არც ერთი მატჩი აქვს მოგებული. ამჯერად, „ალგეთი“ „სქურთან“ დამარცხდა მინიმალური ანგარიშით. რაც შეეხება „სქურს“, წალენჯიხის გუნდს ამჯერად 8 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. „ალგეთისგან“ განსხვავებით ერთი ქულა აქვს „მაჭახელას“, რომელიც დღესაც დამარცხდა (0:3) „სამგურალთან“. „სამგურალმა“ ზედიზედ ორი მოგება ჩაიწერა აქტივში. გასულ ტურში გუნდმა „რუსთავს“ სძლია და 3 ქულა მოიპოვა, ხოლო დღეს „მაჭახელა“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც დაწინაურდა. „რუსთავი“ სტუმრად ხობის „კოლხეთს“ გაეჯიბრა. მატჩი უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა. „კოლხეთს“ არც ისე ცუდი სიტუაცია აქვს სატურნირო ცხრილში, თუმცა მეტოქე გუნდისგან განსხვავებით 7 ქულით მე-7 ადგილზეა. „რუსთავს“ ამჯამად 4 ქულა აქვს. შეგახსენებთ იმ მატჩების შედეგებს, რომლებიც დღეს გაიმართა: „იმერეთი“ 2:0 „გაგრა“ „კოლხეთი“ (ხ) 0:0 „რუსთავი“ „მაჭახელა“ 0:0 „სამგურალი“ „ოდიში“ 2:2 „სამეგრელო“ „მერცხალი“ 2:2 „მეშახტე“ „ალგეთი“ 0:1 „სქური“ რაც შეეხება ხვალინდელ მატჩებს, ხვალ, 2 სექტემბერს კიდევ სამი მატჩი გაიმართება. „ლიახვი“ – „ჩხერიმელა“ „ჭიათურა“ – „ბორჯომი“ „ვიტ ჯორჯია“ – „ბეთლემი“

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები