ბენიტესი: "ჯერარდთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენიტესი: "ჯერარდთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა"


ბენიტესი:
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კვლავ უარყო სტივენ ჯერარდის განცხადება იმის შესახებ, რომ სპეციალისტს იგი "ლივერპულში" მუშაობისას არ მოსწონდა. შეგახსენებთ, ფეხბურთელმა თავის წიგნში დაწერა, რომ ბენიტესი, როგორც ადამიანი, არ მოსწონდა და მასთან მუშაობის მთელი შვიდი წლის განმავლობაში მათ შორის სერიოზული პრობლემები მხოლოდ პროფესიონალიზმის გამო არ შექმნილა. "ამჟამად ამაზე საუბრის დრო არაა, მაგრამ ჯერარდი ჩინებული ფეხბურთელია და მასთან ჩინებული ურთიერთობა მქონდა", - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს AS. "ისინი, ვინც ამ ჭორებს ავრცელებენ, შეუძლიათ ისეთივენი დარჩნენ, როგორებიც ახლა არიან".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები