"ჩელსიში" ივანოვიჩი შეიძლება ფლორენციმ შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსიში" ივანოვიჩი შეიძლება ფლორენციმ შეცვალოს


"რომას" მცველმა, ალესანდრო ფლორენციმ კარიერა არ არის გამორიცხული ინგლისში გააგრძელოს, იუწყება TMW. გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის იტალიელით "ჩელსია" დაინტერესებული და ეს ტრანსფერი 23 მილიონ ევროდ ფასდება. ლონდონელები ფლორენცის ბრანისლავ ივანოვიჩის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს კლუბს დატოვებს. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ფლორენციმ "ბარსელონას" კარში არაამქვეყნიური გოლი შეაგდო და "მგლებს" ქულა გადაურჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები