კანკავამ 90 წუთი ითამაშა და პსჟ-სთან ქულა აიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კანკავამ 90 წუთი ითამაშა და პსჟ-სთან ქულა აიღო


დღეს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "რეიმსმა" "პსჟ"-ს უმასპინძლა. გუნდებმა გოლები გაცვალეს და თითო ქულას დასჯერდნენ. ანგარიში 83-ე წუთზე სებატშომ გახსნა, ზუსტად 1 წუთში მას კავანიმ უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დაკარგული ქულების მიუხედავად, პარიზული კლუბი კვლავ პირველ ადგილზეა, "რეიმსი" მე-3 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანკავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. "რეიმსი" 1:1 "პსჟ" გოლები: სებატშო, 83 - კავანი, 84 "რეიმსი": აგასა (პლასიდი, 24), მანდი, სინორინო, ტრაორე, ვებერი, ონიანგი (რიგონატო, 55), კანკავა, დევო, ბულო, დე პრებილი, კიე (სებატშო, 77) "პსჟ": ტრაპი, მარკინიოსი, კურზავა, ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, ვერატი, სტამბული (მატუიდი, 76), პასტორე, ლუკასი (კავანი, 65), ლავეცი (დი მარია, 66), იბრაჰიმოვიჩი გაფრთხილებები: კანკავა, კიე, მატუიდი, სტამბული

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები