მასიმილიანო ალეგრი: "ჯენოასთან" მატჩი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასიმილიანო ალეგრი: "ჯენოასთან" მატჩი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს"


"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმიალო ალეგრიმ "ჯენოასთან" იტალიის ჩემპიონატის დამდეგ შეხვედრაზე ისაუბრა. "მანჩესტერ სიტისთან" მოგება ჩვენს ევროთასების კამპანიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ტურნირის დაწყება გასვლით მატჩში ჯგუფის ფავორიტთან მოგებით, რაღა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ სერია ა სულ სხვა ისტორიაა. შედეგებს თუ შევხედავთ, ძალიან ცუდად დავიწყეთ სეზონი შიდა არენაზე, მიუხედავად ამისა, "უდინეზესთან" და "კიევოსთან" მატჩებში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თუმცა, რეალისტები უნდა ვიყოთ და სატურნირო ცხრილში ჩავიხედოთ. "ჯენოასთან" გასვლითი მატჩი დაძაბული იქნება. საერთო ჯამში, ამ თამაშს შესაძლოა სეზონში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს" , - აღნიშნა ალეგრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები