კრის სმოლინგი: "თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რა უნდა ვან გაალს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრის სმოლინგი: "თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რა უნდა ვან გაალს"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, კრის სმოლინგმა მანჩესტერული კლუბის მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალზე გააკეთა კომენტარი. "ვფიქრობ, ვან გაალმა ნამდვილად გააუმჯობესა ჩემი თამაში. ყველა მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია, დამეხმარა, მაგრამ ვან გაალი - განსაკუთრებულად. მუდმივად ვმუშაობთ ვარჯიშებზე, ვთამაშობთ ორმხრივად, ამიტომ ვიცით ჩვენი პოზიციები. ვფიქრობ, გამეორებამ ნამდვილად გააუმჯობესა ჩემი თამაში, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებისა. ჩვენ სავარჯიში პროგრამა და მწვრთნელის ფილოსოფია გვაქვს, ამიტომაც, თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რა უნდა ვან გაალს. მე კაპიტანი ვარ კერიკის და რუნის შემდეგ? სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ მწვრთნელი მენდობა" , - თქვა სმოლინგმა. შეგახსენებთ, 5 მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" 10 ქულა აქვს, კვირას გუნდი "საუთჰემფტონს" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები