რატომ დიეგო კოშტა? - ის მშვენიერია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ დიეგო კოშტა? - ის მშვენიერია


რატომ დიეგო კოშტა? - ის მშვენიერია
წარმოიდგინეთ მსოფლიო, რომელშიც არ იქნებოდა დიეგო კოშტა. შეიძლება, ეს ასეც ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთს არ ეყოლებოდა ისეთი თავდამსხმელი, რომლის ბინძური საქციელებიც მთელი კვირის მანძილზე განხილვის საგნად იქცეოდა. რომ არა "ატლეტიკო", ფეხბურთს არ ეყოლებოდა ბრაზილიური ფესვების ესპანელი პროვოკატორი. თვლით თუ არა, რომ კოშტას "ბინძური" ქცევები ფეხბურთს უფრო ყურებადს ხდის? დიეგო კოშტას "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ ლონდონურ დერბს ბევრი გამკრიტიკებელი, ხოლო ბევრი მაყურებელი გამოუჩნდა. ეს 25 წლის თავდამსხმელის ქცევებმა გამოიწვია. "არისტოკრატთა" 19-იანი ინგლისური ტიტანების შერკინებას უფრო საინტერესოს ხდის, რაც მაყურებელში უდიდეს ინტერესს, მოლოდინს და მღელვარებას იწვევს. რას განიხილავდა გუშინ მთელი მსოფლიო, ლონდონური დერბიდან, რომ არა დიეგო კოშტა? - პიტერ ჩეხის არეულ გასახდელს "სტემოფრდ ბრიჯზე", კურტ ზომას, როგორც ჯონ ტერის შემცვლელს, მოურინიოს ტაქტიკურ ცვლილებებს, აზარის გოლის აღნიშვნას, სანტი კასორლას წითელს, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ ერთფეროვანი, რომელიც მეორე დღეს დავიწყებას მიეცემოდა, განსხვავებით კოშტას საქციელებისა. ესპანელმა "არსენალის" ცენტრალური დაცვის დუეტს "სახე ააცალა", გაბრიელს კისერი "დაუპორჭყნა", ხოლო ლორან კოშელნის სახეზე ხელები ურტყა. საბოლოოდ, პროვოკაციები არც ბრაზილიელმა მცველმა დააკლო, რის გამო "არსენალი" დაისაჯა, დარჩა 10 კაცით ტაიმის მიწურულს, კოშტა კი კვლავ მოედანზე დანავარდობდა. საბოლოოდ, "ჩელსიმ" გამოიყენა უპირატესობა, ანგარიშიც გახსნა, კასორლაც მიაყოლეს პაულისტას და 2-0 მოიგო. კიდევ რა? ჟოზესა და ვენგერის შეხვედრა, რომელიც დასრულდა მეგობრული ხელის ჩამორთმევით. ეს თემა თამაშის წინ აქტუალურად ითვლებოდა, მაგრამ კოშტას საქციელმა სულ გადაფარა. პრემიერ ლიგამ გუშინდელ მატჩში "ცუდი ბიჭები" დაგვანახა. დიეგომ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ არ აპირებდა სათამაშო სტილის შეცვლას, თუ ამის საჭიროებას ჟოზე მოურინიო ვერ დაინახავდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ცინიკურად განაცხადა, რომ საუკეთესო დიეგო კოშტა იყო. ამით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანელს მისგან აქვს ასეთი სტილის თამაშის ბრძანება მიღებული. დიეგო კოშტა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია არ წაუვიდეს თამაში მთელი შეხვედრის მანძილზე, გააგდებინოს მსაჯს მეტოქის მოთამაშე და ამის შემდეგ ბედნიერმა, ჰეთ-თრიქი შეასრულოს. ყოველი თამაშის შემდეგ, სწორედ ყურადღების ეპიცენტრშიც 25 წლის ცენტრფორვარდი იქნება, მარიო ბალოტელის ცნობილი ფრაზით: "Why Always Me?(რატომ ყოველთვის მე?)".

მომზადებულია საბა საპანაძის მიერ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები